ალენ დელონი პატრიარქს შეხვდა

საქართველოში სტუმრად მყოფი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. მიღება გუშინ საღამოს საპატრიარქოში გაიმართა.

"ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, უზომოდ გახარებული ვარ პატრიარქთან შეხვედრით", - აღნიშნა ალენ დელონმა.

ფრანგმა კინოვარსკვლავმა საპატრიარქოში ქართული საგალობლები მოისმინა.

ალენ დელონი საქართველოში გუშინ დილით ჩამოვიდა. მსახიობმა ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. კინოვარსკვლავი დღეს სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა