„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის და თითქმის 6 წელია ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებს.

კომპანიის პორტფელი ამჟამად 14 პროექტს მოიცავს. მშენებლობის პროცესს კი უზრუნველყოფს ამავე ჯგუფში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია – „ბიქეი ქონსთრაქშენი“.

პროექტების განვითარების მიზნით, წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა.

მოზიდული ფინანსური რესურსი უზრუნველყოფს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სტაბილურ და უწყვეტ განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე.

„თეთრი კვადრატი“ გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით და ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის დროული მიწოდება.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა აღნიშნა, საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მსგავსი მასშტაბის დეველოპერული პროექტებისთვის და ხელს შეუწყობს მშენებლობის პროცესის ეფექტურად გაგრძელებას.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში