"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს

"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს და დამატებით საჩუქრებს მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, დღეიდან, 1 თვის განმავლობაში, "საქართველოს ბანკი" და Toyota Centre Tbilisi მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევენ, განახლებული პირობებით შეიძინოს Toyota-ს მარკის ახალი ავტომანქანა სალონიდან.

მათივე ინფორმაციით, Toyota-ს მარკის ავტომანქანების: Corolla, Rav4, Prado, Land Cruiser 200 შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს ავტოსესხის განაცხადი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით და დაიწყოს სესხის გადახდა მესამე თვიდან. სესხთან ერთად, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა: ავტომანქანის დაზღვევა, ფასდაკლება 1 წლის მანძილზე ყველა სახის საწვავზე Wissol-ის ქსელში, Toyota Centre Tbilisi-ს სალონში 1 წლის განმავლობაში ავტომანქანის რეცხვა და გეგმიური მომსახურება უფასოდ.

შეთავაზების პირობების დეტალურად გაცნობა, სესხის კალკულატორით სარგებლობა და მანქანის სპეციფიკაციების ნახვა, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.newauto.ge

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში