სერგო რატიანი - ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა სამი შეთანხმებული კრიტერიუმი დაარღვია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა სამი შეთანხმებული კრიტერიუმი დაარღვია.

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია, რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა - არ აკმაყოფილებს, რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი. მეორე, ის არის აფილირებული "რესპუბლიკურ პარტიასთან" და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში. ასევე, მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტებით", - განაცხადა რატიანმა.

აღნიშნულ კონტექსტში, დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოდან დაითხოვეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება