რამდენიმე არასამთავრობო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო გვენეტაძის წარდგენას მიესალმება

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენას მიესალმება.

როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მოხარულები არიან, რომ სწორედ მათ მიერ დასახელებული კანდიდატურა შეარჩია პრეზიდენტმა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

"ამავე დროს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი მასზე.

ნინო გვენატაძე ნამდვილად გამორჩეულია თავისი მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციით, მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და გრძელვადიანი მოღვაწეობით, პრინციპულობით, სამართლიანობითა და შეუვალობით. რაც მთავარია, იგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რაც დამატებით უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მიგვაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლო სისტემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად, რაც ამასთანავე უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და სამართლიან მართლმსაჯულებას ქვეყანაში. შესაბამისად, მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვესახება ამ მნიშვნელოვანი პროცესის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ.

მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ და მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება. ამ თანამდებობებზე მუშაობისას იგი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იბრძოდა საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, იგი იქცა დევნილად, როდესაც რეალურად მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

მანკიერი სასამართლო სისტემის დაუმორჩილებელი მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად ნინო გვენეტაძე 2006 წელს გაერთიანდა არსამათავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში "სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსთვის", სადაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იბრძოდა საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად.

მიგვაჩნია, რომ ქალბატონი ნინო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით, აქვს პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, იგი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და წარმატებით მუშაობს აკადემიური მიმართულებით", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადება ხელს აწერენ: "ადამიანის უფლებათა ცენტრი"; "საზოგადოებრივი დამცველი" "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი"; "ახალგაზრდები სამართლიანობისთვის"; "მედიის ინსტიტუტი"; "იურისტ ქალთა კავშირი".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია