ნინო გვენეტაძეს  დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული ნინო გვენეტაძე  დეპუტატების შეკითხვებზე საპასუხოდ მზად არის.

როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ის შეეცდება საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში, მისი მოსმენის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე ღირსეულად წარსდგეს. ამასთან, გვენეტაძის თქმით, მას პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"მხარდაჭერის იმედი მაქვს. იმედი რომ არ მქონოდა პრეტენზიაც არ მექნებოდა წარდგენაზე, თუმცა ეს რთული და მუშა პროცესია. კანონმდებლობით გაწერილია გამოსვლები და შეხვედრები საკომიტეტო მოსმენებზე, შესაძლოა ეს სხვა ფორმატშიც მოხდეს. აბსოლუტური მხარდაჭერა, ბუნებრივია, ვერ იქნება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შესაბამისი პროცედურების დაწყების შემდეგ მე შევძლებ ძალიან ღირსეულად წარვდგე მათ წინაშე. შევეცდები სრულად და ამომწურავად ვუპასუხო დეპუტატების ყველა შეკითხვას, რომელიც მათ ექნებათ ჩემს სამოსამართლეო თუ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. მხარდაჭერის იმედი მაქვს, თუმცა გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩემზე არაა დამოკიდებული", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა პარლამენტში უკვე შესულია.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე გუშინ დაასახელა. მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს ვადა 23 თებერვალს ეწურება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია