ტყიბულში ცხრამეტ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცა

ტყიბულში, 2013-2014 სასწავლო წლის ხუთი საჯარო სკოლის ცხრამეტ კურსდამთავრებულს დღეს ოქროსა და ვერცხლის მედლები და სიგელები გადაეცა. მათგან 16 ოქროს და 3 ვერცხლის მედალოსანია.
ასევე, სამადლობელი სიგელები გადაეცათ სწავლაში წარმატებული მოსწავლეების მშობლებსა და სკოლის დირექტორებს. მედალოსნებს საჩუქრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ "ბიბლუსის" 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადასცა, რომლითაც საშუალება ექნებათ, "ბიბლუსის" მაღაზიებში მათთვის სასურველი წიგნები შეიძინონ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.

























