ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

"ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით ფრაქციის განწყობა ერთსულოვანია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა ფრაქციის ფორმატში გვენეტაძესთან დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ საკმაოდ სიღრმისეული საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ის ხედვები და მოსაზრებები, რომელიც ნინო გვენეტაძეს აქვს წარმოდგენილი, ვთვლით, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას წაადგება და ხელს შეუწყობს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოდ ჩამოყალიბდეს", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატებისაგან" მხარდაჭერას ელოდება. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დახულ შეხვედრისას დიალოგი პოზიტიურ რეჟიმში წარიმართა. ნინო გვენეტაძის განმარტებით, მან "თავისუფალ დემოკრატებს" გააცნო საკუთარი ხედვები სასამართლო ხელისუფლების ეფექტურობასა და განსჭვრეტადობასთან დაკავშირებით.

ნინო გვენეტაძე ფიქრობს, რომ ის როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, დიდი პალატის მეშვეობით აქტიურად ჩაერთვება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

გვენეტაძესთან შეხვედრები პარლამენტში მომავალ კვირასაც გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირისთვის გვენეტაძესთან შეხვედრის გამართვას ფრაქცია "კონსერვატორები" გეგმავენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ