საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით, "ოქროს საჭის" ტრადიციული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე 2014 წლის საუკეთესო მრბოლელები და ავტომობილები გამოვლინდნენ.
"ოქროს საჭე 2014" მასშტაბური გამოდგა. რჩეულ ავტომობილებს 30 ათასამდე ავტომოყვარულმა მისცა ხმა, ხმების შეჯამების შედეგად კი 6 კლასში წლის 6 საუკეთესო ავტომობილი გამოვლინდა. კაბრიოლეტების კლასში გამარჯვება "პორშე 911-ს" ერგო წილად; საუკეთესო მცირელიტრაჟიანი მანქანა 2014 წელს "მინი" გახდა; სპორტქარებში პირველობა არავის დაუთმო "ნისან ნისმომ"; ყველგანმავალის კლასში გამარჯვებულად "რენჯ როვერ სპორტი" დასახელდა, კომპაქტურ ქროსოვერებში "მერსედეს ჯი-ელ-ამ" იმარჯვა, საშუალო და მაღალი კლასის ავტომობილებში ტრიუმფატორი მეოთხე სერიის ბე-ემ-ვე გახდა.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ კომპანია "ვისოლი" და "ბი ფორვარდ".
წლის საუკეთესო მრბოლელები გახდნენ: მონო კლასი - გუნდური ჩათვლა - Dewalt Racing ინდივიდუალური ჩათვლა - დავით მენთეშაშვილი; კლასი - ჯითი ანლიმი, გუნდური ჩათვლა - G Racing, ინდივიდუალური ჩათვლა - სანდრო ცხადაძე;
წრიული რბოლა: მოტო - კლასი 600 - გიორგი მიხანაშვილი, კლასი 1000 - თორნიკე ქებურია; წრიული რბოლა: ლეგენდ ქარს კლასი- გუნდური ჩათვლა - BEST FRIENDS TEAM, ინდივუდუალური ჩათვლა- არჩილ ბიძინაშვილი ფორმულას კლასი - გამარჯვებულები გუნდურ ჩათვლაში- ლაიან ტრანსი,
გამარჯვებულები ინდივიდუალურ ჩათვლაში - მევლუდ მელაძე, წლის საუკეთესო მრბოლელი 15 წლის სანდრო თავართქილაძე გახდა.