თოვლის გამწმენდ მანქანაზე მომუშავე პირი, რომელიც ნემცოვის მკვლელობას შეესწრო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

თოვლის გამწმენდ მანქანაზე მომუშავე პირი, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის მომენტს შეესწრო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "რენ-ტივი" იტყობინება. სერგეი ბ-ს სამსახურიდან გაშვების მიზეზებზე არ საუბრობენ.

თოვლის გამწმენდი მანქანა კრემლთან ხიდზე სწორედ მაშინ გადავიდა, როდესაც ბორის ნემცოვს ესროლეს. გავრცელებული ცნობით, ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველს დღეს ბოლო სამუშაო დღე აქვს. თავად სერგეი ბ. ამბობს, რომ მას მკვლელობის მომენტი არ დაუნახავს და მხოლოდ მაშინ მიხვდა რაც მოხდა, როდესაც ადგილზე შეშფოთებული უკრაინელი მოდელი, ანნა დურიცკაია შენიშნა.

მისი თქმით, ის დაეხმარა გოგონას სასწრაფო დამხარების სამსახურში დაერეკა. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება