ბორის ნემცოვის ცხედარი მოსკოვის სახაროვის ცენტრიდან გამოასვენეს

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ცხედარი მოსკოვის სახაროვის ცენტრიდან უკვე გამოასვენეს. "გმირები არ კვდებიან" - სკანდირებდა სახაროვის ცენტრთან შეკრებილი მოსახლეობა.

ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის რუსეთის ვიცეპრემიერი, არკადი დვორკოვიჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიკოლაი ფიოდოროვი და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნატალია ტიმაკოვა დაესწრო. პანაშვიდზე მივიდა აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ ტეფტიც.

ბორის ნემცოვს ტროეკუროვის სასაფლაოზე გადაასვენებენ, სადაც ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს