ბორის ნემცოვი ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალეს

მოსკოვის ტროეკუროვის სასაფლაოზე რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი დაკრძალეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" იტყობინება.

მანამდე კი, მოსკოვის სახაროვის ცენტრში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ნემცოვთან გამოსამშვიდობებლად ათასობით მოქალაქე მივიდა. მათ რუსი ოპოზიციონერის პატივსაცემად ყვავილები მიჰქონდათ, რამდენიმე საათის განმავლობაში სახაროვის ცენტრთან ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. პანაშვიდს დაესწრო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის რუსეთის ვიცეპრემიერი, არკადი დვორკოვიჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიკოლაი ფიოდოროვი და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნატალია ტიმაკოვა.

ბორის ნემცოვის დედას პირადად მიუსამძიმრა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მეუღლე ნაინა ელცინამ და შვილმა ტატიანა ელცინა-იუმაშევამ. პანაშვიდზე მივიდა აშშ-ისა და გერმანის ელჩები რუსეთში, ჯონ ტეფტი და რიუდიგერ ფონ ფრიჩიც. რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კი პანაშვიდზე არ გამოჩენილან. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის სახელით სახაროვის ცენტრში ყვავილების გვირგვინი გაგზავნეს.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მკვლელობის მომენტში მას თან უკრაინელი მოდელი, 23 წლის ანნა დურიცკაია ახლდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს