ალექსანდრ ვერშბოუ - ბორის ნემცოვი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოკლეს

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოკლეს. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ რიგაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსი ოპოზიციონერი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა.

"ჩვენ ვიცით, რომ ბორის ნემცოვი დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი და უკრაინის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობის მოწინააღმდეგე იყო. მას რუსული პროპაგანდის მიხედვით, მოღალატეს უწოდებდნენ" , - განაცხადა ვერშბოუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიზანს უკრაინის დასუსტება და რუსეთში ალტერნატიული აზრის ჩახშობა წარმოადგენს. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მთავრობა თანდათან უფრო უძლური ხდება დაუმალოს საზოგადოებას ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უამრავი რუსი სამხედრო დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება