რუსული მედიის ცნობით, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია. ამის შესახებ "დოჟდის" ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი იტყობინება. ასევე ცნობილია ეჭვმიტანილების ვინაობა. ისინი არიან ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი.

ბორტნიკოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არსებობდა.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის რუსეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით პროვოკაციული მკვლელობის ვერსიაზე. ასევე განიხილება ექსტრემისტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ვერსიაც. ვინაიდან გავრცელებული ცნობით, ოპოზიციონერს ისინი პარიზში ჟურნალ "შარლი ებდოზე" თავდასხმის დაგმობის გამო ემუქრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება