ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დანაშაულში მონაწილეობა აღიარა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა დანაშაულში მონაწილეობა აღიარა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მოსამართლის განცხადებით, დადაევმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა სასამართლოს. მომხდარს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა. მან ზაურ დადაევს "რუსეთის ნამდვილი პატრიოტი და ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი და მამაცი ჯარისკაცი" უწოდა. ამას გარდა, კადიროვმა აღნიშნა, რომ დადაევი ჟურნალ "შარლი ებდოში" რელიგიური კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო.

"ყველა ვინც იცნობს ზაურს, იცის რომ ის ძალიან რელიგიური ადამიანია, როგორც ყველა მუსლიმანი. ის შოკირებული იყო "შარლი ებდოს" ქმედების გამო და მისი მხარდამჭერების კომენტარების გამო", - დაწერა კადიროვმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მოსკოვის სასამართლომ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ზაურ დადაევს და ანზორ გუბაშევს ბრალი წაუყენა. ისინი შაბათს დააკავეს. მოსკოვის სასამართლოს პრესსპიკერის, ანნა ფადეევას განცხადებით, მკვლელობასთან კავშირში კიდევ სამი ადამიანის ვინაობა გამოვლინდა. ერთ-ერთია დაკავებული ანზორ გუბაშევის ძმა, ასევე რამზატ ბახაევი და ტამერლან ესკეხანოვი. თუმცა, ისინი მკვლეობაში მონაწილეობას უარყოფენ.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საღამოს, კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია