Crediton.ge-მ საქართველოში პირველი ფილიალი გახსნა

ლიდერი საერთაშორისო სწრაფი ონლაინ სესხების მიმართულებით, Creamfinance ჯგუფი და მისი წარმომადგენელი საქართველოში Crediton.ge მოხარულია განაცხადოს, რომ 2015 წლის 11 მარტს, გაიხსნა Crediton.ge-ს პირველი ფილიალი საქართველოში, კერძოდ ფოთში, ლაგრანჟეს ქუჩა #2-ში.

Crediton.ge-ს თანამედროვე ოფისში, სადაც დასაქმდა ექვსი ადამიანი, ფოთის და მიმდებარე დასახლებების მოსახლეობას საშუალება ექნება შეავსოს მარტივი განაცხადი და თხუთმეტი წუთის განმავლობაში მიიღოს დასტური სესხზე. პირველი სესხის მაქსიმალური ოდენობა 300 ლარია, ხოლო სესხის მაქსიმალური რაოდენობა 1000 ლარს შეადგენს. ამასთან Crediton-ი საშუალებას აძლევს თავის მსესხებლებს საკომისიოს გადახდის შედეგად გადაავადონ სესხი და სწორად გადაანაწილონ თავიანთი ბიუჯეტი. Crediton-ი იმედოვნებს რომ მისი სწრაფი სესხები საშუალებას მისცემს ფოთის მოსახლეობას შეიქმნას დამატებითი კომფორტი და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში წვდომა ჰქონდეთ თანხის სწრაფ და სანდო წყაროსთან.

Crediton.ge გააგრძელებს ოფისების გახსნას და უახლოეს მომავალში გეგმავს სწრაფი სესხები ხელმისაწვდომი გახადოს მთელი საქართველოს მასშტაბით.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა