მიხეილ მაჭავარიანი - ჩვენ დავიწყებთ მთავრობის გადაყენების პროცედურებს და "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები

ჩვენ დავიწყებთ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადაყენებისთვის და ამ საკითხში "თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით იმედიანად ვართ განწყობილები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა "თავისუფლების მოედანზე" გამართული აქციის დროს ”ინტერპრესნიუსს”  განუცხადა.

მისი თქმით, მათ მთავრობის გადასაყენებლად 60 დეპუტატის ხმა სჭირდებათ.

"ჩვენ ჯერ საპარლამენტო დებატები მოვითხოვეთ, მთავრობა არ მოვიდა, შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა რიგგარეშე სხდომა, მთავრობა არც იქ მოვიდა. ახლა აქციიდან ხალხმა მთავრობას გაუგზავნა გზავნილი, რომ მთავრობა უნიათოა და უნდა გადადგეს. ამის შემდეგ დავიწყებთ ჩვენ პარლამენტში პროცედურებს მთავრობის გადასაყენებლად. ჩვენ გვჭირდება 60 დეპუტატი და ვნახოთ, ვინ შემოგვიერთდება. სახელისუფლებო გუნდის იმედი არ გვაქვს. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", აქ უფრო იმედიანად ვართ", - აღნიშნა  მაჭავარიანმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს