კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვუსმინე ძალით შეკრებილი ხალხის მიტინგზე „ოცნების“ ხელმძღვანელების გამოსვლებს. ისინი ერთხმად აგინებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, მათ ღირებულებებს და თან ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წელს აუცილებლად გავხდებით. ჩემი აზრით, თუ წელს დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში უკან დაახევინა, ჩვენ კი დემოკრატიული სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ ცვლილებებს, ანუ იმ 9 ცხრა პუნქტს შევასრულებთ და რაც მთავარია, სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ, უკვე 2025 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი. აი, მაშინ ქვეყანაში დამკვიდრდება წელგამართული მშვიდობა, სამართლიანობა და გვექნება უსწრაფესი ეკონომიკური პროგრესი.

მაშ, რატომ უპირისპირდება „ოცნება“ დასავლეთს?! მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს და სურთ, რადაც უნდა დაუჯდეთ, შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუნდაც ომის ფასად, ან ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარების ხარჯზე და ამ გზაზე, ამ რუსული კანონპროექტით, სურთ გაანადგურონ თავისუფალი აზრი საქართველოში. ამით დასავლეთს პირდაპირ ეუბნებიან - ჩვენ ვაპირებთ არჩევნების გაყალბებით დარჩენას ხელისუფლებაში და თქვენ, როგორც წარსულში, ახლაც უნდა გვაღიაროთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად. აი, მთელი გუშინდელი ღონისძიების არსი ერთ აბზაცში ჩაეტია.

იმედს ვიტოვებ, „ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს არ გააყალბებს, რადგან ეს გამოიწვევს საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას და ლეგიტიმურ რევოლუციას, რისიც ძალიან ეშინიათ და რაზეც უკვე თავადვე ხმამაღლა საუბრობენ. იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე.

ოქტომბრამდე კი სამუშაო ბევრია, ვემზადებით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს