საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია

2019 წლის ოქტომბრიდან განხორციელებული შახტების რეაბილიტაციის პროგრამისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შედეგად, ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წლის აპრილის ბოლოს საქნახშირმა ჯამში მილიონ ტონას მიაღწია და ინტენსიური რეკონსტრუქციის ეტაპზე გადავიდა.

მიხაილ სოცკი (გენერალური დირექტორი): „ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავძლიეთ არაერთი გამოწვევა, გავაანალიზეთ ყველა ეტაპი, რომლის გამოვლაც დღემდე მოგვიწია და ვართ ძალიან ამაყები, რომ შევძელით მოპოვების მაჩვენებლის მილიონ ტონამდე გაზრდა. ვფიქრობ, საქნახშირს განვითარებისა და წინსვლის უდიდესი პერსპექტივა აქვს, ისევე როგორც ტყიბულს. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს - დასრულდება შახტის რეკონსტრუქცია და დავიწყებთ დახრილი ჭაურის მშენებლობას. ვგეგმავთ, რომ მოპოვების მაჩვენებელი წელიწადში 1 000 000 ან, მინიმუმ, 850 000 ტონამდე გავზარდოთ. ამ ეტაპზე, ხელის შემშლელ ფაქტორებს ვერ ვხედავ და დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზნებს შეუფერხებლად განვახორციელებთ.“

4 წელია საქნახშირში უწყვეტად მიმდინარეობს გადაიარაღებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, 84%-ით გაიზარდა შრომის ანაზღაურება, გაუმჯობესდა სამუშო პირობები; შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საწარმო აღიჭურვა თანამედროვე საგაზო დაცვის სისტემით, მოხდა პერსონალის გადამზადება და გამკაცრდა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი.

კომპანიის მენეჯმენტის ინიციატივით, დასაქმებულები მაქსიმალურად არიან ჩართულები საწარმოს მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. წარმატებით ფუნქციობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც 75 წევრს აერთიანებს. საბჭოს მუშაობის მიზანს თითოეულ დასაქმებულსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სამუშაო პროცესებში ჩართვა და მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად მოგვარება წარმოადგენს.

გარდა ამისა, საქნახშირი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შორის სამთო-მოპოვებით დარგზე ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაცია. პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს და საწარმოს ზედაპირულ კომპლექსზე ინფო ტურებს მოიცავს. გარდა ამისა, საქნახშირი ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის დაფინანსების პროექტზე მუშაობს, რომელიც კომპანიის მხრიდან კარიერულ წინსვლაში დახმარებას, ასევე, მუშაობისა და ცხოვრების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, საქნახშირის ძირითად მიზანს ახალი თაობის სამთოელებზე ზრუნვა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს. ამჟამად კომპანიაში 1250 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს წლებში, საქნახშირი ამ რიცხვს გააორმაგებს და 2500-მდე გაზრდის. აქედან, 850 ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი იქნება.

(R)

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა