GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ, თბილისის საწარმოსთვის, გერმანული კომპანია „L.B. Bohle“-სგან როტაციული (მბრუნავი) მიქსერი „PM 600“ შეიძინა. „L.B. Bohle“ 1981 წელს დაარსებული წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში. იგი მყარი სამკურნალწამლო ფორმების მწარმოებლებისთვის ინოვაციურ მანქანა-დანადგარებს ქმნის და ასევე აქტიურად მუშაობს წარმოების პროცესების სრულყოფის მიმართულებითაც.

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში როტაციული მიქსერი, ე.წ. „შემრევი“ წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი დანადგარია – ფართოდ გამოიყენება წვრილდისპერსიული ფხვნილების შერევისა და გრანულაციის ეტაპზე, ეფექტური და მდგრადი გრანულაციის უზრუნველსაყოფად. ამ პროცესის მიზანია წარმოების მომდევნო – ტაბლეტის ან კაფსულის მომზადების ეტაპს ერთგვაროვანი, შერეული მასის ნახევარპროდუქტი მიაწოდოს. შერევის დროს მიღებული მასის ერთგვაროვნება მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების ტექნოლოგიურ სქემაში პროცესის ერთ-ერთი კრიტიკული ეტაპია და შერეული კომპონენტების მასაში თანაბარ გადანაწილებას ნიშნავს; ხოლო აღნიშნული, საბოლოო პროდუქტის (წამლის) სრულფასოვნებასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

როტაციული მიქსერი „PM 600“ კომპანია „L.B. Bohle“-ს მსოფლიოში ცნობილი, რევოლუციური ტექნოლოგიითაა შექმნილი. დანადგარის დიზაინი იდეალურია ჰომოგენური შერევისთვის. მისი ინოვაციური, დაპატენტებული მექანიზმი უზრუნველყოფს ე.წ. „მკვდარი ზონების“ არარსებობას, რის გამოც სამუშაო კონტეინერში პროდუქტის მთელი მოცულობა, სივრცის ნებისმიერ წერტილში, შეფერხების გარეშე, მუდმივ და მრავალმხრივ მოძრაობაშია. დანადგარში შერევის პროცესი სრულად დახურულ, ჰერმეტულ, პირობებში მიმდინარეობს – „PM 600“ სპეციალური დამცავი სარქვლებით არის აღჭურვილი, რაც შესარევ მასალაში გარემოდან მტვრისა და უცხო ნაწილაკების მოხვედრას შეუძლებელს ხდის. ამავდროულად, სამართავი პანელის დანადგარისგან დამოუკიდებლად არსებობა უზრუნველყოფს შერევის მთელი პროცესის განმავლობაში პროდუქტის დაცვას ოპერატორის მხრიდან კონტამინაციისგანაც.

„PM 600“-ის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა რეგულირებადი სიჩქარე – დანადგარს შეუძლია ძალიან დაბალ სიჩქარეზე ფუნქციონირება, რაც ნაზი შერევისთვის უმნიშვნელოვანესია.

„PM 600“-ს შემრევი ფუნქციის გარდა, შესანახი ფუნქციაც გააჩნია – შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც შესანახ კონტეინერად, ასევე სხვა კონტეინერში მასის ტრანსპორტირების მიზნითაც. მოწყობილობაზე სხვადახვა ზომის კონტეინერი ფიქსირდება, შესაბამისად, GM PHARMA-ს მიერ „L.B. Bohle“-სგან შეძენილი სხვადასხვა ზომის კონტეინერების წყალობით, შესაძლებელი იქნება 6-დან 408 კგ-მდე მასის შერევა, რაც აღნიშნული როტაციული მიქსერის როგორც ახალი პროდუქტების განვითარების პროცესში, ასევე წარმოების ეტაპზე გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. სხვადასხვა ზომის კონტეინერები მოწყობილობაზე მარტივად მონტაჟდება, რაც გამოყენებული კონტეინერების საწარმოო სივრცის გარეთ წმენდის შესაძლებლობას იძლევა; შესაბამისად, საწარმოო სივრცის კონტამინაციის რისკს გამორიცხავს და დასუფთავებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ „PM 600“ GM PHARMA-ში ამჟამად არსებულ მსგავს მოწყობილობაზე სამჯერ დიდი მოცულობისაა, რაც წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას იძლევა.

GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი მანქანა-დანადაგრების გამოყენებაზე, საწარმოო პროცესების მუდმივ ოპტიმიზაცია-მოდერნიზაციაზე, ასევე თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე. GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებითა და საერთაშორისო თუ ნაციონალური გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება