ბათუმში "ელიტ ელექტრონიქსის" განახლებული მაღაზია გაიხსნა

ბათუმში "ელიტ ელექტრონიქსის" განახლებული მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირზე 78/88 ნომერში "ელიტ ელექტრონიქსის" განახლებული მაღაზია გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ელიტ ელექტრონიქსიდან" აცნობეს, კომპანიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიახლე შესთავაზა. ასევე გამოვლინდა სამი იღბლიანი მომხმარებელი, რომელებსაც შენაძენი სრულიად უფასოდ მიიღეს. გარდა ამისა, პირველ ას მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა "ელიტ ქლაბ ქარდი", რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მთელი წლის მანძილზე მუდმივი ფასდაკლებით ისარგებლებს.

"ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია ბათუმში, სადაც წარმოდგენილია ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მსოფლიო ბრენდების ათასზე მეტი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე მსოფლიო ბრენდების, როგორიცაა "ეფლი", "ეიჩ თი სი", "სონი", "ფილიფსი" და სხვა მრავალი ბრენდის ოფიციალური პროდუქცია. მოცემულ მაღაზიაში მოქმედებს ყველა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობს კომპანიის მთელ ქსელში, 0%-იანი განვადებების ჩათვლით და მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ მისთვის სასურველ ბანკს მიმართოს მაღაზიიდან გაუსვლელად", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ელიტ ელექტრონიქსი" დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 35 მაღაზიას ფლობს.

"ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 18 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია თითოეულ ოჯახს. "ელიტ ელექტრონიქსი" გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით.

საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, ტექნიკის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, ყოველივე ეს განაპირობებს ,,ელიტ ელექტრონიქსის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. "ელიტ ელექტრონიქსი" წლის ბოლომდე მომხმარებლებს კიდევ უამრავ სიახლეს შესთავაზებს. ასევე გეგმავენ ინვესტიციების გაზრდას და კიდევ ერთი ახალი მაღაზიის გახსნას ქ. ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე და კაფეტერია, აქვე შეძლებს მომხმარებელი შეიძინოს მსოფლიო ბრენდების ოფიციალური საყოფაცხოვრებო ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.