ფოთის თეატრში რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემსრულებლები წარსდგნენ. ღონისძიებას ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ზვიად გამსახურდიას ყოფილი თანაგუნდელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს სცენაზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ავიდა და დამსწრე საზოგადოება დალოცა. საღამო ქალაქის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს 76 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს, ზუსტად 24 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა. ისტორიული გადაწყვეტილება დღევანდელ ღონისძიებაზეც გაიხსენეს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის