ირაკლი ბათიაშვილი - 9 აპრილს სრული მზადყოფნა იყო თავგანწირვისთვის

"გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, 1989 წლის აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

როგორც ირაკლი ბათიაშვილმა ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა, მაშინ იყო სრული მზადყოფნა თავგანწირვისთვის.

"მე მახსოვს, აქ ვიყავი, როდესაც პირველად წამოვიდნენ სამხედროები, ჩემს გვერდით მაშინ ძალიან ბევრი ქალი იდგა. ამიტომ, რა თქმა უნდა, უკან დახევაზე ვერ ვიფიქრებდი", - განაცხადა ბათიაშვილმა.

მისივე თქმით, მას ახსოვს რამდენიმე დარტყმა, რომლის შემდეგაც გაითიშა.

"მე ვთვლიდი, რომ ვკვდებოდი, მერე უკვე გვამებში მიპოვეს. ეს იყო ქართველი ხალხის შერკინება იმ საშინელ ტოტალიტარულ სისტემასთან, ეს იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, დიდ მსხვერპლთან და ტრაგედიასთან, მაგრამ ამავე დროს ეს იყო ჩვენი დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის ნების გამოვლინება, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებდა მაშინ", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა