გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა

გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამჯერად, გორში გახსნა. ანალოგიური ცენტრები თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში უკვე ფუნქციონირებს.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს. ფსიქოლოგიური ცენტრი წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, რომელშიც დასაქმებულნი არიან კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები.

უწყების ინფორმაციით, მოზარდში ქცევითი და ემოციური პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორებისაგან. ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევა მოიცავს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას: ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქოკორექციას, ფსიქოთერაპიას და პარალელურად, სოციალური მუშაკის მიერ გარე ფაქტორების დადგენას და მოგვარებას. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი მუშაობს ბავშვებთან, მათ მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში ასევე მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

ფსიქოლოგიურ ცენტრში მოსწავლეთა გადმომისამართება ხდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და მასწავლებლის მიერ მშობლის თანხმობით შევსებული რეფერალის საფუძველზე. ცენტრში მომართვიანობა თვითდინებითაც ხორციელდება. სამომავლოდ, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გახსნა რუსთავსა და ზუგდიდში იგეგმება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში