სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. "ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და საქართველოს შს სამინისტროს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სერგი საცერაძე დამნაშავედ ცნო ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიებით დადგინდა, რომ სერგი საცერაძემ 2014 წლის 25 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში ე.წ "ირინეს ბაღში", სამსახურებრივი საშტატო "იერიხოს" მოდელის იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ მოკლა მისივე ყოფილი მეუღლე სალომე ჯორბენაძე. ს. საცერაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით. იგი დანაშაულის ჩადენის დღეს, 2014 წლის 25 ივლისს დააკავეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის