სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბორჯომის გამგებელთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, ბორჯომს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ესტუმრა. მხარის გუბერნატორმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დიმიტრი ყიფიანთან ერთად ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, რომლებიც დღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების პირებმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს 9 აპრილის, ბარათაშვილის, 300 არაგველის, მესხეთის ქუჩების, გოგირდოვანი აბანოებისა და ქალაქ ბორჯომის შემოსასვლელში სტელას სარეაბილიტაციო სამუშოები. მათ ასევე დაათვალიერეს დაბა ბაკურიანში შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის პროცესიც.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს როგორც სამანქანო ასევე საფეხმავლო გზისა და მის გასწვრივ არსებული მოაჯირების მშენებლობა. ბარათაშვილისა და 300 არაგველის ქუჩებზე კი ხდება გზების მოასფალტება, მიმდინარეობს ახალი უბნისა და მტრედის საფეხმავლო ხიდების შეკეთება, მესხეთის ქუჩაზე კი სრულდება საკანალიზაციო მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უახლოეს მომავალში იგეგმება ქალაქის ცენტრში არსებულ "სილამაზის ხიდზე" სავალი ნაწილის მოპირკეთება. "მტრედის ხიდის" მიმდებარედ კი მოეწყობა სკვერი. მოსასვენებელი ადგილები გაკეთდება ლიკანსა და წაღვერში ცენტრალურ მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

№1 საჯარო სკოლასთან მოხდება ფეხით სავალი ნაწილისა და გარე განათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება ქალაქის ცენტრში რუსთაველის ქუჩაზე მტკვრის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისათვის. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ჭავჭავაძის ძეგლიდან ფალიაშვილის ძეგლამდე სკვერის მოწყობა.

"გზების, ქუჩების, ხიდების, სკვერების, შენობების, საყრდენი კედლებისა და გარე განათების, სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის წელსაც პრიორიტეტულია. ტურისტულ სეზონს ბორჯომი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. თუმცა ქალაქის გალამაზებისათვის ზრუნვა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება", – განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის