სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა. რეზო ჩხეიძე სამების ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. მას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. რეზო ჩხეიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.
სამებაში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"