Adjarabet.com-ის ორგანიზებით, 28–31 მაისს სპორტის სასახლე უმასპინძლებს MPN Poker Tour-ის ისტორიაში ყველაზე დიდ ტურნირს, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი 400.000$-ია. MPN Poker Tour–ში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მოთამაშეები. ერთ-ერთი მათგანი თანამედროვე პოკერის წამყვანი მოთამაშე დენიელ ქეითსი, იგივე JUNGLEMAN უკვე საქართველოშია და მონაწილეობას მიიღებს MPN პოკერ ტურში.
2014 წელს ქეითსის ჯამურმა მოგებამ პოკერში $11,000,000-ს გადააჭარბა. MPN Poker Tour–ჩატარდება მსოფლიოს საერთაშოისო ტურნირის სტანდარტების მიხედვით, რომლის დირექტორი იქნება ბრიტანეთის წამყვანი კაზინოს Aspersს-ის პოკერის ტურნირების მენეჯერი - ჯონ სკალვონი
ცნობილი მოთამაშის, დენიელ ქეითსის მონაწილეობით დღეს, სასტუმრო ღოომს-ში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც JUNGLEMAN-მა განაცხადა, მისთვის ამ ტურნირში მონაწილეობა სასიხარულოა.
"საქართველოში და ფაქტობრივად რეგიონში, პირველად ტარდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურნირი, რომელსაც "აჭარაბეთი" მასპინძლობს. ჩვენ ვიმყოფებით საქართველიოში, რომელიც უნიკალური ქვეყანაა. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია და აქ ბევრი ღირსშესანიშნაობაა. Adjarabet.com პოკერის ძალიან ძლიერი საიტია და ჩემთვის მის ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა", - განაცხადა მსოფლიოში ერთ-ერთმა უძლიერესმა პოკერის მოთამაშემ.
კომპანია "აჭარაბეთის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის, ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, ამ ტურნირმა უკვე ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია საერთაშორისო არენაზე. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით ვითარდება და ამას დენიელ ქეითსის ჩამოსვლაც ადასტურებს.
"აჭარაბეთი ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს პოკერის მიმართულებით საქართველოში. 28-31 მაისს გაიმართება MPN Poker Tour-ის მსოფლიო ჩემპიონატების სერიის ერთ-ერთი ტური, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეები ჩამოდიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ერთ-ერთი მათგანი, ამერიკელი დენიელ ქეითსი, იგივე ჯუნგლემან უკვე იმყოფება თბილისში და მონაწილეობას მიიღებს ამ ტურნირის სერიებში. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ამ ტურნირის დირექტორი იქნება ცნობილი კაზინო "ასპერსის" ტურნირების განვითარების მენეჯერი ჯონ სკალვენი, რომელიც აგრეთვე იმყოფება თავის გუნდთან ერთად თბილისში და უშუალოდ უხელმძღვანელებს ტურნირის პროცესებს. რაც შეეხება მთლიანად გარანტირებულ საპრიზო ფონდს, ეს არის 400 000 ამერიკული დოლარი. ნებისმიერ მომხმარებელს ექნება საშუალება, მიიღოს ამ სერიაში მონაწილეობა. მინიმალური "ბაი-ინ" იქნება 25 აშშ დოლარი", - განაცხადა ადჯარაბეთ-ის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა.
ჯონ სკალვენმა აღნიშნა, რომ ტურნირი მაღალი სტანდარტებით და პროფესიონალიზმით ჩატარდება. "აჭარაბეთი დამიკავშირდა და შემომთავაზა ძალიან საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩამოვსულიყავით საქართველოში და ჩამოგვეყვანა საერთაშორისო გუნდი მაღალი სტანდარტებით, რათა ჩაგვეტარებინა მაღალპროფესიული ღონისძიება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტურნირი გამოვა ძალიან წარმატებული. მასში ასეულობით მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას და ვფიქრობ, ეს ტურნირი საქართველოსთვის ახალი და საინტერესო იქნება", - აღნიშნა სკალვენმა.
MPN Poker Tour-ი 28–31 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართება. როგორც "აჭარაბეთში" აცხადებენ, კომპანია მომხმარებელსა და პოკერის მოყვარულებს მომავალშიც ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"