ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2015

ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2015

მამუკა არეშიძე - "ფრთხილად! რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს"

ალექსი პეტრიაშვილი - "საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია"

იუჯინ კოგანი - "რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია?"

                                                           * * *

"მიუხედავად ჩვენი საზოგადოების მოლოდინისა, ევროპის საზღვრები საქართველოსა და უკრაინისთვის ისევ დახურულია. მოლოდინი, გააჩინეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა პოლიტიკოსებმა. როგორც წესი, ამგვარ პერსპექტივაზე აქცენტირებას ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და წარმატების დემონსტრირებისთვის იყენებენ ხოლმე - ამ საკითხით, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის თემით, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" და `ქართული ოცნების" წარმომადგენლები აპელირებდნენ და ამ პროცესში საკუთარი დამსახურების წარმოჩენას ცდილობდნენ. დასავლელი პოლიტიკოსები კი ამ საკითხზე განცხადებების გამუდმებით კეთებით ცდილობდნენ ქართველ საზოგადოებაში დასავლეთისადმი იმედგაცრუების შეჩერებას", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ფრთხილად - რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს".

"საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროკავშირის ის ჩინოსნები, ვინც ამაზე აქამდე ლაპარაკობდნენ, საკითხს თვითონ სულაც არ წყვეტენ. ეს რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის პრეროგატივაა, რომლებიც ევროპის წამყვან ქვეყნებს წარმოადგენენ და უპირველესად საკუთარი პოლიტიკური სარგებლით ხელმძღვანელობენ. მათთვის ვითარება დღეს ისე დალაგდა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება წამგებიანი აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობა~ მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ საჭირო იყო საქართველოს საკითხის უკრაინაზე მიბმა, რათა უკრაინაში მიმდინარე რთული პროცესების პარალელურად, მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად ყოფილიყო საქართველოც. პრინციპში, დღეს შეიძლება მივულოცოთ მათ, ორივე ქვეყანა სწორედ ერთ კონტექსტში განიხილეს და ორივეს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრეს - რასაკვირველია, საქართველოსა და უკრაინის შეფასებები მართლაც დიდად განსხვავდებოდა, თუმცა, გადაწყვეტილებაზე ეს არ ასახულა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ვიცით, რომ მოლდავეთს უკვე მიენიჭა უვიზო მიმოსვლის უფლება. აქ გადამწყვეტი ფაქტორი იყო ისიც, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ­ პერსონალური პარტნიორი, მეტიც, პატრონი - რუმინეთი. ევროკავშირმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რადგან მოლდავეთის მოქალაქეების ნაწილი უპრობლემოდ იღებდა რუმინეთის მოქალაქეობას და ხვდებოდა შენგენის სივრცეში. ამ გადასახედიდან ევროკავშირის პოზიცია შეიძლება გასაგებადაც მივიჩნიოთ უკრაინის საკითხში. აქ ომია და სრულიად არაპროგნოზირებადია ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში მოქალაქეთა რა ნაკადი წავა ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, აქაც არის ერთი სერიოზული თემა, რასაც რიგის სამიტზე საჯაროდ არავინ იტყოდა. კერძოდ, საქართველო მდებარეობს მეტად დაძაბულ რეგიონში, შეიძლება ითქვას, სავარაუდო კონფლიქტის ზონაში - ვგულისხმობ, კონფლიქტს ისლამისტურ ფუნდამენტალიზთან, რაც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი კავკასიაში გავრცელების შემთხვევაში საქართველო ევროპისთვის მეტად საშიშ რეგიონად შეიძლება იქცეს, თუმცა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ეს ვერ იქნებოდა ზემოქმედების მთავარი ფაქტორი. საქმე ის არის, რომ ამ მასშტაბური საემიგრაციო პოლიტიკით ევროპის ქვეყნებმა იმდენი მოახერხეს, რომ ევროპაში კარგა ხანია გაჩნდა ისლამისტური ფუნდამენტალიზმის პლაცდარმები", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ევროკომისიის ანგარიში ოფიციალურად დასახელებული მიზეზია. საქართველოს ექსპრეზიდენტმაც განაცხადა, საქართველომ პირობები არ შეასრულაო. როგორც სჩვევია, ის ახლაც საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის, რადგან სულ ზედმიწევნითაც რომ შეესრულებინა საქართველოს ეს გეგმა, საბოლოოდ მნიშვნელოვანი მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. დღეს ევროპას საქართველოსთვის გამარტივებული სავიზო მიმოსვლის მიცემა ხელს არ აძლევს და ამის თავიდან ასაცილებლად ათასგვარ მიზეზს მოიფიქრებდნენ. რეალურად ხელის შემშლელი ფაქტორები კი არის, ერთი მხრივ, ის, რაც უკვე ვთქვი, ანუ ფუნდამენტალიზმის საფრთხე და მეორე მხრივ კი, სავარაუდოდ, რუსეთის პოზიცია, რომელსაც ამ ეტაპზე ანგარიში გაუწიეს. ვიმეორებ, ამგვარ საკითხებს წყვეტს პოლიტიკური კონიუნქტურა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც დღეს უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, ჯერაც ვერ ასრულებს იმ გეგმას და ვერ ატარებს იმგვარ რეფორმებს, რასაც ჩვენ ევროკავშირი შეუსრულებლად გვითვლის. სანამ ევროპა "რუსულ ჯადოს" არ აიხსნის, მანამდე ჩვენც ვივლით მოჯადოებულ ევროწრეზე. მოკლედ, ჩვენი ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიბმულია დიდ გეოპოლიტიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, უკრაინასთან შედარებით ჩვენი შანსი უფრო დიდია. ომს რომ თავი დავანებოთ, ამ ქვეყანაში რეფორმების საქმე რთულად არის", - ამბობს ექსპერტი.

"... მერიაში ისეთი არაჯანსაღი ვითარებაა, მიჭირს კიდეც ამაზე ლაპარაკი. თუნდაც რაც ცოტნე დადიანის ქუჩასთან დაკავშირებით მოხდა, ეს არის სირცხვილი - ვიდრე პრემიერი არ ჩაერია საქმეში, არ ეღირსა ამ ქუჩის ერთ პატარა მონაკვეთს გაკეთება. ავიღოთ მირზა შაფის ქუჩის პროექტი, გაიძახოდნენ, ღია კონკურსს ვატარებთო, საბოლოოდ კი ყველაფერი საზოგადოების ზურგს უკან გადაწყვიტეს, თანაც ყველაზე უარესად... მერიაში თანამდებობებზე მუშაობს ხალხი, რომელმაც არც თბილისის იცის რამე და არც არქიტექტურისა და ურბანისტიკისა. ეს ხალხი ატარებს კონკურსებს და იღებს ქალაქის შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მთლად ნარმანიაც არ არის დამნაშავე. ვისაც არ დაეზარა, ყველამ თავისი კაცის დანიშვნა მოიწადინა მერიაში, პროფესიონალიზმს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ პოლიტიკურ კუთვნილებას. გარდა ამისა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს დავით კეზერაშვილის კადრი, აბა, მეტი რაღა უნდა ვთქვა... მერიაში სრული აჯაფსანდალია", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "გასულ კვირას კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, პანკისელი მებრძოლი დაიღუპა სირიაში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სირიაში კიდევ ორი ქალი წავიდა" - პასუხობს:

"საქართველოს მოსახლეობა ფრაგმენტულად იგებს ინფორმაციას იმ ნეგატიურ პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს. შემთხვევები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მხოლოდ დეტალებია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ქალები წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი, აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლიდან კი იყვნენ, მაგრამ თბილისში ცხოვრობდნენ. მათ გარდა, ვერც კი წარმოიდგენთ, სირიაში კიდევ რამდენი ქალია წასული, მათგან ზოგიერთი უკვე უკანაც დაბრუნდა - დედები უპრობლემოდ ჩადიან შვილების სანახავად, ზოგჯერ მათთვის პატარძლებიც მიჰყავთ..."

"ეს მასშტაბური პროცესია. თქვენ პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვაც ახსენეთ, მაგრამ არავის გაუხმაურებია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სულ ახლახან სირიაში ორი აზერბაიჯანელი ძმა დაიღუპა, რომლებიც გარდაბნიდან იყვნენ. არავინ იცის ზუსტად, რამდენი კაცია ქვემო ქართლიდან და აჭარიდან სირიასა და ერაყში წასული. ეს მეტად სახიფათო პროცესის ფრაგმენტებია. შორს რომ არ წავიდეთ, აქ, დედაქალაქში, ფონიჭალაში აგვიშენეს ვაჰაბიტური მეჩეთი. არ არსებობს ქვეყანაში კანონი, რომელიც ამ საკითხს სწორად მიუდგება. ეს იმის შედეგია, პოლიტიკანობას რომ გადააყოლეს ქვეყანა წინა მოწვევის პარლამენტების დეპუტატებმა. ვიწროპარტიული ინტერესების ბრძოლაში ვერ შეიქმნა ნორმალური რელიგიის კანონი, რომელშიც იქნებოდა ჩადებული სწორი და აუცილებელი რეგულაციები. იმ მეჩეთის მშენებლობა, ზემოთ რომ ვახსენე, ახლა სიტყვიერი ბრძანებით შეაჩერეს, თუმცა, შენობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ისიც კი არ ვიცით, სულ რამდენი ვაჰაბიტური მეჩეთია საქართველოში. რამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ უშედეგოდ", - დასძენს მამუკა არეძიძე.

"თუ ვინმეს ჰგონია, არავინ იცის, როგორ გაჰყავთ მოქალაქეები სირიასა და ერაყში, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ამაში ჩარეული, ძალიან ცდება. თავს ვერ მივცემ უფლებას, დავასახელო გვარ-სახელები და ის მისამართები, სადაც შეკრებები ტარდება... საერთოდ, ვინმეს აინტერესებს, რა ხდება ბათუმში?! ფუნდამენტალიზმის სენი, რომელიც სადღაც 7-8 წლის წინ ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო, დღეს მოდებულია მთელ ქვეყანაში. ძალიან ჭკვიანურად და ექსცესების გარეშე მოქმედებენ. ჩვენ კი დაკავებული ვართ სხვა საკითხებით, ერთმანეთთან ბრძოლით. თუ ეს ძალა გააქტიურდა, აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოვჩნდებით, უპირველესად საზოგადოების ცნობიერების დონეზე. ფრთხილად - რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს", - დაასკვნის ექსპერტი.

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს - მე და დავით ზალკალიანს ვიზიტი გვქონდა აშშ-ში, იქიდან ჩამოვედით ძალიან სამწუხარო ინფორმაციით. ამერიკიდან ყველაზე მთავარი გზავნილი ისაა, რომ საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია. მეორე გზავნილი კი ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა ხიდი დაეწვა კაპიტოლიუმზე მოსახვედრად, იქ, სადაც საქართველოს ჰყავდა გავლენიანი მეგობრები. ვგულისხმობ სენატორებსა და კონგრესმენებს", - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის ექსმინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალექსი პეტრიაშვილი: "საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია" / რატომ არიან ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები განაწყენებული საქართველოს ხელისუფლებაზე.

"ურთიერთობების მინიმიზაციით და იმით, რომ მათთან არ არის საუბარი საჭირბოროტო საკითხებზე და ასევე არ არის გზავნილების ურთიერთგაცვლა. ურთიერთობა შეწყდა იმის გამო, რომ საერთო ენა არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასა და ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს შორის. მე ვერ ვიტყვი ვაშინგტონის ადმინისტრაციაზე და ზოგადად ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის განსხვავებული პოზიციებია, მაგრამ ისეთი გავლენიანი სენატორების ოფისებში, როგორებიც არიან რუბიო, შაჰინი, რიში და ა.შ. და ასევე კონგრესმენების ოფისებშიც ასეთი განწყობაა, რომ საქართველოზე უფრო მეტად ხმამაღალი ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება. მათ შორის, ვერც აშშ იქნება აქტიური ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან და თავდაცვითი საშუალებების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ოფიციალური თბილისიდან არაფერი ისმის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილი.

"გასულ წელს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ნამდვილად წარმატებული იყო და ეს იყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში ახალი ფურცელი. ნამდვილად იყო იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფურცელი კარგად დაწერილიყო. სამწუხაროდ, დღეს ეს ფურცელი ცარიელია. შემიძლია სენატორებისა და კონგრესმენების გამონათქვამების ციტირება მოვახდინო. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ოფიციალური თბილისიდან ვაშინგტონის მისამართით გზავნილების, ურთიერთობის, კომუნიკაციის ინტენსივობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დასკვნები თავად გააკეთეთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საქართველოს ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით კონფერენცია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. იქ იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თეთრი სახლიდანაც იყვნენ, ანალიტიკური ცენტრებიდანაც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაც. საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გაკეთდა პროგნოზები. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირების ციტირებას ვერ მოვახდენ, ვინაიდან კონფერენცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მაგრამ გეტყვით იმას, რომ პროგნოზები, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან მძიმეა. ამას გარდა, შეხვედრები, როგორც უკვე გითხარით, გვქონდა კაპიტოლიუმზე, შეხვედრა გვქონდა კონგრესის სპიკერ ჯონ ბენერის საერთაშორისო მრჩეველთან, ასევე გავლენიან კონგრესმენებთან: თედ პოსთან, დევიდ ბრაისთან და კირლინგერთან. შეხვედრები სენატორების რუბიოს, შაჰინისა და რიშის ოფისებშიც გვქონდა", - დასძენს ევროპასთან ინტეგრაციის ექსმინისტრი.

"საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით არავინ უარყოფს იმას, რომ გარე ფაქტორებიც ახდენს გავლენას, მაგრამ ის, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ცხადზე ცხადია. ურთიერთბრალდებების შესახებ აშშ-ში ძალიან კარგად იციან და ასევე იმაზეც არიან ინფორმირებულნი, რომ განსაკუთრებული გადაბრალება მიდის ეროვნული ბანკის მიმართ. აშშ-დან დაბრუნებული კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ შემაშფოთებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ახალი თავმჯდომარის აქტივობა ეროვნული ბანკის სტრუქტურებთან მიმართებაში. ეს რეალურად მიმართულია ინსტიტუციების მორღვევისკენ, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ზიანს მიაყენებს ინვესტიციების მოზიდვას", - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი და შეკითხვას - "თუმცა კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტი - "რესპუბლიკური" პარტია ამბობს, რომ კოალიციაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინსტიტუციების გაძლიერებაა. თქვენ კი პირიქით ამბობთ..." - პასუხობს:

"სამწუხაროდ, ფაქტი ჯიუტია. რეალობა საპირისპიროზე მეტყველებს. "რესპუბლიკელთა" დამოკიდებულება ინსტიტუციებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება კოალიციაში შემავალი სხვა სუბიექტების პოზიციებისგან. იმის მიუხედავად, რომ "რესპუბლიკელები" მოძლიერდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოოდ ყველა გადაწყვეტილებას მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს".

"საერთაშორისო გლობალურ პოლიტიკაში სერიოზული პროცესები ვითარდება იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოს წინაშეა. ეს არის სირია, ერაყი, ისლამური სახელმწიფო, ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის თემა, ნავთობი, ირანის ბირთვული იარაღი... შესაბამისად, ძალიან დატვირთული დღის წესრიგია, ამიტომ ჩვენ თვითონ თუ არ ვიქნებით აქტიურები, რომ საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუციები მიიღონ, მაშინ იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები საქართველოს პრობლემებზე ფიქრით დაიძინებენ და გაიღვიძებენ. ზუსტად ეს თქვეს, როდესაც ნატოსთან მიმართებაში გვქონდა საუბარი. მათი ხმა უფრო ძლიერია, მაგრამ თუ ჩვენ არ მოვახდენთ ამის დემონსტრირებას ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ნატო და თავდაცვითი საშუალებების მიღება, მაშინ ამერიკელი კანონმდებლების ხმა ჩვენს აქტიურობაზე ძლიერი ვერ იქნება. ვერ დაგიდასტურებთ, რომ ასეთი განწყობა ყველა დონეზეა - ასეთი განწყობის ელემენტები თეთრი სახლის წარმომადგენლებისგან არ გახმოვანებულა იმ ღონისძიებაზე, რომელზეც შევიკრიბეთ, მაგრამ ზოგადად ვაშინგტონში წუხილია იმის გამო, რომ ოფიციალური თბილისი არ აქტიურობს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური ვითარებაა ნატოს და ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებშიც", - განმარტავს ალექსი პეტრიაშვილი.

"მნიშვნელოვანწილად. საშინაო ფრონტზეც და საგარეოზეც არ ყოფილა დარჩენილი ისეთი საქმე, რომლის შესრულებაც რიგის სამიტამდე არ შეიძლებოდა. მეორე საკითხია, რომ უმაღლესი რანგის შეხვედრები რიგის სამიტზე კი არ უნდა ხდებოდეს ფოტოების გადაღებისთვის, არამედ მანამდე უნდა იყოს. უნდა მიდიოდეს მუშაობა 24-საათიან რეჟიმში. დასავლელი ლიდერების კაბინეტების კარების ატალახებასაც არ უნდა მოერიდონ ხელისუფლების ლიდერები. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს. ამ მიმართულებით ლობირების ყველა შესაძლო ხერხი უნდა ჩართულიყო. ბოლო კვირებში იყო ცალკეული მინისტრების ვიზიტები, რაც გაცილებით ადრე უნდა გამართულიყო ისეთ დედაქალაქებში როგორებიცაა ბერლინი, პარიზი, რომი, ათენი და ა.შ." - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ჩვენ კიდევ ვთავაზობთ, რომ დავეხმაროთ ჩვენი გამოცდილებით. ჩვენის მხრივ ხელისუფლების საქმიანობას მონიტორინგს გავუწევთ იმისთვის, რომ 15 დეკემბერს, როდესაც ევროკომისიის დასკვნა უნდა მომზადდეს, კიდევ არ იყოს სათქმელი, რომ აი, კიდევ 2-3 პუნქტიც და უკვე ბოლოს და ბოლოს ვიზალიბერალიზაციას მივიღებთო. თუკი ხელისუფლების ხელმძღვანელობა მობილიზებული და ერთიანი იქნება, მაშინ წარმატების რეალური შანსი არსებობს. მუშაობის ამ ტემპით გაგრძელება არაფერ კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, ჩვენ ყველა ერთად მივესალმოთ ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნოს", - დასძენს პეტრიაშვილი.

"უკანასკნელი ორი თვის მანძილზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს რიგის სამიტზე იმედგაცრუება ელოდა - როგორც პოლიტიკურმა ელიტამ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზრა, რომ უვიზო რეჟიმს, რასაც ასე იმედიანად ელოდნენ წლის დამდეგს, რიგის სამიტზე არ მოგვცემდნენ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გაჩნდა მინიშნება, არა - დაპირება, რომ რიგის სამიტისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შესაძლებელი იყო. მეტიც, მახსოვს ქართული მხარე იმასაც თვლიდა, რომ მათზე ადრე უვიზო რეჟიმის მოლდავეთისთვის მიცემა უსამართლობა იყო. ახლა მაშინდელი წყენა უკვე სკეპტიციზმში გადაიზარდა, რადგან ყველაფერი გადაიდო შემდეგ სამიტამდე, იმ იმედით, რომ იმ დროისთვის ევროკავშირისთვის უფრო ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა ასეთი თამამი ნაბიჯის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ეს ქართულ ისტებლიშმენტს პირში მწარე გემოს უტოვებს", - აცხადებს კავკასიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების ექსპერტი, ავსტრიელი ანალიტიკოსი იუჯინ კოგანი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დროა, თბილისმა და ბრიუსელმა რეალურ საქართველოს გაუსწორონ თვალი" / "რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია?" / "საქართველო და ევროკავშირი ერთგვარ პოლიტიკურ ტანგოს ცეკვავენ".

"ძნელია, მოსახლეობას განუცხადო, რომ მიუხედავად დიდი შრომისა და რეფორმებისა, ევროკავშირისგან ხელშესახები ვერაფერი მივიღეთო. მეორე მხრივ, ბრიუსელში, და საზოგადოდ, ევროპაში, არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინამ და საქართველომ სხვებთან შედარებით მეტხანს უნდა იცადონ. ევროკავშირს სურს, ნახოს, როგორ დამთავრდება ამ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტები. მეტიც, ევროკავშირს არ სურს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც უკრაინაში ვითარებას გაამწვავებდა - არსებული ვითარებით ისინი ბედნიერი ნამდვილად არ არიან, მაგრამ უარესისაც ეშინიათ", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იუჯინ კოგანი და შეკითხვას - "გამოდის, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, უვიზო რეჟიმის ჩათვლით, არაფერია, თუ არა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო მონეტა?" - პასუხობს:

"ნამდვილად ასეა. უვიზო რეჟიმის დაგვიანების მთავარი მიზეზი თბილისში არ უნდა ეძებოთ. უბრალოდ, ევროკავშირის პოზიციაა, არ მისცეს რუსეთს არავითარი მიზეზი, არავითარი საფუძველი საქართველოსა და უკრაინაში თავისი აგრესიის გამართლებისა".

"რაც შეეხება მოლდავეთის შემთხვევას, მართალია, დნესტრისპირეთი კვლავ უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ იმ დროს, როდესაც მოლდავეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება გადაწყვიტეს, ვითარება ასეთი მძიმე არ იყო. ამას გარდა, მოლდავეთს ძალზე აქტიურ ლობირებას უწევდა უკვე ევროკავშირის წევრი რუმინეთის მთავრობა. საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. მეტიც, პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას დაეხმაროს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის სტრუქტურის ფაქტორიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელში უჭირთ ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღწევა. მით უმეტეს, თუ ისეთ მგრძნობიარე საკითხს ეხება საქმე, როგორიცაა უკრაინის კონფლიქტი. შესაბამისად, ევროკავშირს არ სურს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ისედაც მყიფე არსებულ ბალანსს საფრთხეს შეუქმნის - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება კი შეიძლება სწორედ ასეთი ნაბიჯი გამოდგეს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საქართველო და ევროკავშირი ერთგვარ პოლიტიკურ ტანგოს ცეკვავენ, ტანგოს კი ორი მოცეკვავე სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ცეკვავ, თუ შენს მეწყვილეს იგივე ენთუზიაზმი არა აქვს, არაფერი გამოვა. ანალოგიური სცენარით ვითარდება მოვლენები ნატოს შემთხვევაშიც - ეს ძალზე გრძელვადიანი წამოწყებაა. მოხდება თუ არა მისი რეალიზება, მეტ-ნაკლებად ხელშესახებ მომავალში, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ ევროპისკენ, დასავლეთისკენ სწრაფვა ღირსეული მიზანია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მისდიო, რადგან ის თქვენს ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლის. მაგალითად თურქეთი აიღეთ. ამ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების ხათრით ქვეყანაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, რაც კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, როგორც საქართველოს გაწევრება. მაგრამ მოიგო თუ არა თურქეთმა ამ ნაბიჯის გადადგმით? ნამდვილად მოიგო, გახდა უფრო მოწინავე და განვითარებული ქვეყანა. სწორედ ამ მიზნისკენ უნდა მიისწრაფოდეს საქართველოც. რაც შეეხება რუსეთს, მას საპირისპირო სურს - სტაგნაციაში მყოფი საქართველო, არშემდგარი სახელმწიფო, რომლის არსებობაც `დიდ ძმაზეა~ დამოკიდებული", - განმარტავს ექსპერტი.

"რეფორმების შემოღების მხრივ საქართველოს მთავრობამ გამოცდა ნამდვილად ჩააბარა. აქ უფრო ევროკავშირ-ნატოს პრეტენზიულობაშია საქმე. მათი საყვარელი საქმიანობა ხომ თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევაა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობამ ირიბად საკუთარ შანსებს სამიტზე დათვური სამსახური გაუწია - ბრიუსელს თითის გაშვერის საბაბი და იმის თქმის შესაძლებლობა მისცა, აი, თქვენ მზად არა ხართ, იმიტომ, რომ თქვენთან ესა და ეს ხდებაო. ამის კარგი მაგალითია მინისტრების წამდაუწუმ ცვლა. განსაკუთრებით, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ ორი მინისტრი უნდა შეიცვალოს, საბოლოოდ კი იცვლება სამი. ეს ყველაფერი ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის სურათს ქმნის. საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, ასეთი საბაბები დაუფიქრებლად არიგოს", - დასძენს იუჯინ კოგანი.

"ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ბრიუსელსა და თბილისს ერთმანეთზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. თბილისმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს "გაყიდვა" როგორც ქვეყნისა, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც თბილისში. უნდა აჩვენონ ევროპელებს, თუ რა დღეშია რეალურად ქვეყანა. სუფრაზე სადღეგრძელოებისა და თბილისის ხედების თვალიერების ნაცვლად, მაგალითად, ჭიათურა ან პანკისი ანახონ, ანახონ, როგორ ცხოვრობს ხალხი იქ. რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია? ევროპაში 150 ევრო პენსიის მქონე ადამიანი შიმშილით მოკვდება, საქართველოში კი შოტლანდიის მსგავსი კლანური სისტემაა, ნათესავები არჩენენ. რაღაც არ მინახავს, რომელიმე ევროპელ დიპლომატს ამაზე ესაუბროს. დროა, თბილისმაც და ბრიუსელმაც ყალბი, ლამაზი ხედების ნაცვლად რეალურ საქართველოს გაუსწორონ თვალი და არსებულ პრობლემებს ჩაუღრმავდნენ. სწორედ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ევროსკეპტიციზმის აღმოსაფხვრელად", - დაასკვნის კოგანი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო