"პალიტრა L"-მა ახალი სერიის "Top თრილერის" პრეზენტაცია გამართა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ახალი სერიის "Top თრილერის" პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. გამომცემლობამ ახალი სერიის პრეზენტაცია ორიგინალური ფორმით წარმოადგინა. კერძოდ, პავილიონში მოწყობილი იყო დამნაშავეთათვის განკუთვნილი სტენდი, იატაკზე თეთრი საღებავით შემოხაზული ადამიანის კონტური და ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრული ადგილი. როგორც "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო დეკანოსიძემ განაცხადა, თრილერი ყველა ასაკის, სქესისა და რასის წარმომადგენელს უყვარს. მისივე თქმით, აღნიშნული სერიის ფარგლებში ამ ჟანრის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები გამოიცემა.

წიგნები ეკრანიზებულია ჰოლივუდის სხვადასხვა სტუდიების მიერ და დიდი პოპულარობით სარგებლობს. "Top თრილერის" სერიის პირველი წიგნი ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენაა". წიგნის შინაარსის თანახმად, დახურული სკოლიდან ფინანსთა მინისტრის ვაჟსა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ქალიშვილს იტაცებენ. წიგნის მთავარი პერსონაჟი დეტექტივი ალექს კროსია, რომელიც საქმეს იკვლევს და დამნაშავის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენს. შემდეგ მოვლენები მეტად საინტერესოდ ვითარდება.

სერიის მომდევნო წიგნი გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალი", მესამე წიგნი კი სტივენ კინგის "მობილური" იქნება.

"პალიტრა L"-ში აცხადებენ, რომ "Top თრილერის" სერიის ფარგლებში ყველაზე ცნობილი თანამედროვე ტრილერები გამოიცემა.

იხილეთ ბმული: თანამედროვე თრილერებისა დეტექტივების საინტერესო სამყარო - "პალიტრა L" მკითხველს სიახლეებს სთავაზობს

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა