"პალიტრა L"-მა ახალი სერიის "თოპ თრილერის" პრეზენტაცია გამართა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ახალი სერიის "თოპ თრილერის" პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. გამომცემლობამ ახალი სერიის პრეზენტაცია ორიგინალური ფორმით წარმოადგინა. კერძოდ, პავილიონში მოწყობილი იყო დამნაშავეთათვის განკუთვნილი სტენდი, იატაკზე თეთრი საღებავით შემოხაზული ადამიანის კონტური და ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრული ადგილი. როგორც "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო დეკანოსიძემ განაცხადა, თრილერი ყველა ასაკის, სქესისა და რასის წარმომადგენელს უყვარს. მისივე თქმით, აღნიშნული სერიის ფარგლებში ამ ჟანრის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები გამოიცემა.

წიგნები ეკრანიზებულია ჰოლივუდის სხვადასხვა სტუდიების მიერ და დიდი პოპულარობით სარგებლობს. "თოპ თრილერის" სერიის პირველი წიგნი ჯეიმზ პეტერსონის "ობობას გამოჩენაა". წიგნის შინაარსის თანახმად, დახურული სკოლიდან ფინანსთა მინისტრის ვაჟსა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ქალიშვილს იტაცებენ. წიგნის მთავარი პერსონაჟი დეტექტივი ალექს კროსია, რომელიც საქმეს იკვლევს და დამნაშავის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენს. შემდეგ მოვლენები მეტად საინტერესოდ ვითარდება.

სერიის მომდევნო წიგნი გილიან ფლიმის "გაუჩინარებული ქალი", მესამე წიგნი კი სტივენ კინგის "მობილური" იქნება.

"პალიტრა L"-ში აცხადებენ, რომ "თოპ თრილერის" სერიის ფარგლებში ყველაზე ცნობილი თანამედროვე ტრილერები გამოიცემა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის