სოფელ არგოხში კულტურის სახლის გახსნის ცერემონიას გიუნტერ ბეხლერი დაესწრო

შვეიცარიის ელჩი საქრთველოში გიუნტერ ბეხლერი სოფელ არგოხში კულტურის სახლის გახსნის ცერემონიას დაესწრო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შვეიცარიის საელჩოდან აცნობეს, გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ რეგიონის ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა. გაიმართა კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ მომღერლები, საოჯახო გუნდები და ახმეტის რეგიონის სკოლის მოსწავლეები.
ელჩმა მხარდაჭერა აღუთქვა სოფელს, რომელმაც სეტყვის გამო დიდი ზარალი განიცადა.
როგორც საელჩოში აცხადებენ, შვეიცარიის საელჩომ, ახმეტის მუნიციპალიტეტთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა კულტურის სახლის აღდგენის საქმეში.
ამჟამად კულტურის სახლი მზადაა უმასპინძლოს სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და სემინარებს.

























