ზურაბ ადეიშვილი - ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო, რომ უფრო მეტი რესურსები იხარჯებოდა სამართალდამცავ ხელისუფლებაზე

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ისიც იყო, რომ უფრო მეტი რესურსები იხარჯებოდა სამართალდამცავ ხელისუფლებაზე, პროკურატურაზე, პოლიციაზე და არა სასამართლო რეფორმაზე.

როგორც ზურაბ ადეიშვილმა "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე.

"ზოგადად პრობლემები დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით პოსტსაბჭოთა ქეყნებში ყველას ახასიათებს, მათ შორის ეს პრობლემები იდგა ჩვენ დროსაც. პრობლემები დგას დღესაც. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში მთავარი პრობლემა რაც იყო სასამართლო სისტემაში, იყო კორუფციის აღმოფხვრა. ამიტომ შესაბამისად სწორედ ჩვენი ამოცანა იყო, რომ გადაგვეხალისებინა სასამართლო და მიგვეღო არაკორუფციული. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით, იყო მეორე ეტაპი სასამართლოში, არა მარტო სასამართლოში, არამედ ყველა სამართალდამცავ ორგანოებში, რომ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად გამოსულიყო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. მაგალითად, იგივე პროკურატურა, რომელიც საქართველოში დღესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედის, აუცილებელია ისიც იყოს სასამართლო ხელისუფლების ნაწილი. მასზე არ ვრცელდებოდეს არანაირი პოლიტიკური ზეგავლენები და დამოუკიდებლად თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ადეიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე კარგი მეთოდი, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო რეფორმა, ჩნდება ხოლმე ხელისუფლების ცვლის შემდეგ, თუმცა საქართველო დღეს ამ შანსს კარგავს.

"ჩვენ დროს ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ისიც იყო, რომ უფრო მეტი რესურსები იხარჯებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამართალდამცავ ხელისუფლებაზე, პროკურატურაზე, პოლიციაზე, სერიოზული რეფომები ჩატარდა, თუმცა ამხელა რესურსი არ დახარჯულა სასამართლო სისტემაში და სწორედ ესეც იყო გარკვეული შეცდომა", - აღნიშნა ადეიშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ძალიან მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა იყო. "მაშინ ძალიან ფართოდ იყო გატაცებები, მანქანის გატაცებები, ქურდობა, ყაჩაღობა, სერიოზული გავლენა ჰქონდათ "კანონიერ ქურდებს" ეკონომიკურ, პოლიტიკურ პროცესებზე. აუცილებელი იყო გადამწყვეტი ზომების მიღება. ჩვენ მაშინ ძალიან გულდასმით შევისწავლეთ ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე კარგი მაგალითი კრიმინალთან ბრძოლის იყო ამერიკული გამოცდილება, ეს ეფუძნებოდა ე.წ ჩატეხილი ფანჯრის თეორიას, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუ პატარა დანაშაულს არ მიაქცევ ყურადღებას, ეს დანაშაული შეიძლება გახდეს ძალიან დიდი პრობლემა. იმ ქუჩაზე, სადაც არის ფანჯრები ჩამტვრეული, იქ სადაც არ ხდება რეაგირება მცირე დანაშუალზე, ის გადაიზრდება დიდ დანაშაულში. შესაბამისად, ამას ეფუძნებოდა ის ნულოვანი ტოლერანტობაც, რომელსაც ახორციელებდნენ ამერიკაშიც და რომელსაც ვახორციელებდით ჩვენ. შესაბამისად ამან გამოიღო ის, რომ პატიმრების რაოდენობა გაიზარდა ძალიან სწრაფად და მეორე მხრივ ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე აუცილებელი იყო ალტერნატიული მექანიზმების ამუშავება", - აღნიშნა ადეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა