ე.წ. ოტო შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა

ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი, ე.წ. ოტო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ იარსებებს.

მისი შსს-დან გასვლა დაგეგმილია რეფორმის ფარგლებში, რომელიც შსს-ს გაყოფას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმას ითვალისწინებს. "ოტო" სწორედ აღნიშნული სამსახურის ფარგლებში იარსებებს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ იქნება.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის ინიციატივას იხილავს, რომელიც საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.

საკითხს პარლამენტს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცნობს.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა