სამართალდამცავებმა ჰეროინი, კოკაინი და მეტადონი ამოიღეს

შსს-მ ჰეროინი, კოკაინი და მეტადონი ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატრებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ემზარ ნ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 2,5726 გრ ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, 0,4755 გრ კოკაინი, და 0,4583 გრ ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს მეტადონისა და კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით) მიმდინარეობს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება