CERT.GOV.GE საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მემორანდუმებს აფორმებს

CERT.GOV.GE საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მემორანდუმებს აფორმებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან აცნობეს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების სამთავრობო ჯგუფი CERT.GOV.GE აგრძელებს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების გაფორმებას ამიერკავკასიისა და ევროპის ქვეყნების შესაბამის ჯგუფებთან. აგვისტოს თვეში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა სომხეთისა და ლატვიის CERT ჯგუფებთან. მემორანდუმებს ხელი მოაწერეს შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიღებული და გავრცელებული პრაქტიკაა CERT ჯგუფების საქმიანობაში, რომელიც უმეტესწილად სწორედ ნდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს ემყარება. მემორანდუმების მიხედვით, კრიზისული სიტუაციების დადგომის შემთხვევაში, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის ვალდებულების აღებასთან ერთად, კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცლის მექანიზმებზე, ასევე ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების ჩატარებაზეც თანხმდებიან.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის CERT ჯგუფების დაინტერესებას საქართველოს შესაბამის ორგანიზაციასთან მემორანდუმების გაფორმებასთან დაკავშირებით ხელი შეუწყო ივლისში, თბილისში რეგიონული კიბერუსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო სემინარის ჩატარებამ, რომელიც რეგიონში კიბერუსაფრთხოების დაცვისა და განვითარების საკითხებს მიეძღვნა. სემინარის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება CERT ჯგუფებს შორის თანამშრომლობას დაეთმო.

სომხეთისა და ლატვიის გარდა, მემორანდუმები უკვე გაფორმებულია აზერბაიჯანსა და მოლდოვასთან, ხოლო აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის, უნგრეთისა და იტალიის შესაბამის ორგანიზაციებთან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს