იასე ზაუტაშვილი - ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტები საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდებიან

"აირზენას" გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტები საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, დღეს ღამით მოხდება 130 მგზავრის გამოყვანა.

"დღეს შესრულდება რეისი ღამით, გამოვიყვანთ მგზავრების პირველ ეტაპს - 130 კაცს. ხვალ შესრულდება მეორე რეისი. სამშაბათს შესრულდება კიდევ მესამე რეისი და, შესაბამისად, ყველა ჩარჩენილი მგზავრს გამოვიყვანთ", - აღნიშნა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა დადგა გარანტორად, რომ უზრუნველყოფს ამ რეისების განხორციელებას. "ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების საქართველოში დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს", - განაცხადა "აირზენას" გენერალურმა დირექტორმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა