"ოუფენ ნეტის" და "დეტეკონის" წარმომადგენლები ადგილობრივ ოპერატორებს შეხვდნენ

ა(ა)იპ "ოუფენ ნეტის" და გერმანული საკონსულტაციო კომპანია "დეტეკონის" წარმომადგენლები სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ადგილობრივ ოპერატორებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, დღეს შეხვედრა მიმდინარეობდა მსხვილ ოპერატორებთან, რადგან უკვე ხორციელდება გერმანელი ექსპერტების დახმარებით ქსელის პროექტირების პროცესი.

ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესი იყოს ამ პროცესში ჩართული, რადგან ქსელი, რომელიც შეიქმნება "ოუფენ ნეტის" მიერ უშუალოდ ბიზნესზე იქნება ორიენტირებული და დაეხმარება ყველა იმ სოფელში შევიდეს, სადაც მანამდე ეს ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ან მანამდე კომპანიისთვის ეს იყო წამგებიანი. ჩვენ ვახორციელებთ სამუშაოა პროცესს. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას ინტერნეტზე და რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერის ჩართვას პროცესში", - აცხადებს ქაშიბაძემ.

რაც შეეხება ახალი მაგისტრალის მშენებლობას, ქაშიბაძის განმარტებით, "ოუფენ ნეტის" მთავარი პრინციპია გამოიყენოს უკვე არსებული მაგისტრალები.

"მთავარი პრინციპი "ოუფენ ნეტის" არის ის, რომ გამოიყენოს არსებული მაგისტრალები, ანუ პარალელური ინფრასტრუქტურის ფორმირება არ განხორციელდება და ის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობას განახორციელებს ბიზნესთან, რათა მცირე პერიოდში მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის მოცვა მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით", - აცხადებს ირაკლი ქაშიბაძემ.

მისივე განმარტებით, დაფინანსების თვალსაზრისით, დღეისათვის მიმდინარეობს პროექტის მოდელირება.

"ჩვენ გვაქვს გრანტის სახით მიღებული ხელშეწყოება "ქართუ ფონდისგან" და ის უზრუნველყოფს ამ პროექტის განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისა ინსტიტუტის წარმომადგენლის, უჩა სეთურის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე მოისმინეს "დეტეკონის" ხედვები, სადაც დაისვა უამრავი შეკითხვები.

"მთავარი პრობლემა ისევ რჩება ღიად - ეს არის სტრატეგია, ჩვენ არ გვაქვს ერთიანი ხედვა საერთოდ გეგმა, ეს აქტივობები რაღაც გეგმით მიმდინარეობს და გვინდა ეს გასაჯაროვდეს და ამაზე ვისაუბრეთ კიდეც. ასევე, გვაინტერესებს რას ფიქრობენ პატარა, მცირე და საშუალო ოპერატორები, ასევე არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც არ ჩანს როგორ იქნება ინტერნეტის გათვლის წერტილები, როგორი იქნება ტარიფების თემა, ეს ყველაფერი არის ერთიანი გეგმის ნაწილი. გათვლა კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რა უნდა მოსახლეობას. არალეგალური კონტენტის პირობებში, რომლითაც გადაჭედილია ინტერნეტ სივრცე, თუ ჩვენ არ ვნახეთ სახელმწიფოს როგორი აქვს მოთხოვნა, როგორ აპირებს სახელმწიფო განვითარდეს და არ მოხდა ამ ყველაფრის გაერთიანება ვფიქრობთ, რომ არ მივიღებთ კარგ შედეგს", - აცხადებს უჩა სეთური.

მისივე თქმით, "ქართუ ფონდისგან" გამოყოფილი თანხა არის საჩუქარი, თუმცა ამ ფულის დიდი ნაწილი უნდა დაიხარჯოს არა მარტო ქსელის მშენებლობაზე, არამედ იმაზე, რომ მომხმარებლებს აუხსნან რაში ჭირდება ინტერნეტი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს