სალიბაურის წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი დღეს გაიხსნება

სალიბაურის წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი დღეს გაიხსნება

ბათუმთან ახლოს, სალიბაურის წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი საზეიმოდ დღეს გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან აცნობეს, სამონასტრო კომპლექსი დღეს საღამოს ლოცვის მსახურებაზე გაიხსნება. შემდეგ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამონასტრო კომპლექსში ხვალ, 14:00 საათზე მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის.

სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი.

სამონასტრო კომპლექსი ორი ტაძრისგან შედგება. იგი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის შალვა ბრეუსის შემოწირულობით აშენდა.