თინათინ ხიდაშელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მინისტერიალზე დასასწრებად ბელგიის სამეფოში გუშინ გაემგზავრა.
თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს უკვე შეხვდა. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც.
ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თინათინ ხიდაშელი პოლონელ კოლეგასთან ტომაშ სემონიაკთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენები, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ავღანეთში გართულებული უსაფრთხოების გარემო იქნება.

























