ბათუმში, ხვალ ორდღიანი კონფერენცია თემაზე - "ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში" გაიხსება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია იმართება საქართველოს საზოგადოებრვი ჯანდაცვის ფინდის მიმდინარე პროექტების ფარგლებში. პროექტი "უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. აღნიშნული პროექტი, სკოლის ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურის და ბავშვზე ძალადობის პრევენციის სასწავლო პროგრამის მეშვეობით, მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას. პროექტის პარტნიორია - Defence for Chldren Intrenational – ECPAT The Netherlands da Children Support Center Lithuania.
პროექტი "თანამშრომლობა ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ" - სამხრეთ კავკასიური რეგიონული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამივე ქეყანაში ჯანდაცვის სისტემის ჩართულობის გაძლიერებას ბავშვზე ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების გასაუმჯობესებლად. პროექტი დაფინანსებულია Reliable Future – Youth Organization (აზერბაიჯანი) da Arevamanuk – Family and Child Care Fund (სომხეთი).
პროექტების ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებიბის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და აჭარაში მისი ფილიალი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.