ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, აბრეშუმის გზა გახდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში

დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ აბრეშუმის გზა გახდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც გუშინ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ღონისძიების ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, მთავრობის ადმინისტრაციას.

"დღეს ჩვენ მოვუსმინეთ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე სახელმწიფოთა ლიდერებს, რომლებმაც ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი აღწერეს. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია ეს გამოსვლები. ვიმედოვნებ, თქვენზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. იმედი მაქვს, თქვენც დარწმუნდით, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი გყავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განსაკუთრებით მიესალმა ლიდერებსა და მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ქვეყნიდან - ავღანეთიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან,ბელარუსიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, კვიპროსიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, კორეიდან, ქუვეითიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, ყატარიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან, შვეიცარიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აშშ-იდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან.

პრემიერის თქმით, საოცარია, რომ თვითმყოფადი, მაგრამ ხშირად ურთიერთდაკავშირებული ისტორიული წარსულის მქონე ამდენი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც განმსჭვალული არიან მშვიდობის, კეთილდღეობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით, დღეს ერთად უსხედან ქართულ სუფრას.

პრემიერ-მინისტრმა და მაღალი რანგის სტუმრებმა აბრეშუმის გზის - კეთილდღეობის ისტორიული დერეფნის აღორძინების სადღეგრძელოც შესვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა