აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლვოვის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლვოვის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 21-23 ოქტომბერს უკრაინის ქალაქ ლვოვში ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენა - "ტურექსპო"-ში მიიღო მონაწილეობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, გამოფენაში მონაწილეობას 7 ქვეყნისა და უკრაინის 17 ოლქის 107-ზე მეტი კომპანია, ფირმა და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ტურისტული გამოფენა ქალაქ ლვოვის მერთან ერთად ოფიციალურად გახსნა უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა სანდრო ყიფიანმა. გამოფენის პირველ დღეს მოეწყო აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია და აქვე ჩატარდა ღვინის დეგუსტაცია.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, უკრაინა აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს პერმანენტულად ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, 2015 წლის 9 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 23 576 უკრაინელი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 2,5%-ით აღემატება.