თინათინ ხიდაშელმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

თინათინ ხიდაშელმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველოში მოვლენილი ძირითადი ჯგუფის წევრებთან, ნატო-ს ექსპერტებთან და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრა გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ თემას არსებითი პაკეტის განხორციელება წარმოადგენდა.

უწყების ინფორმაციით, ნატო-ს მხარემ პაკეტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ინიციატივების შესრულების დეტალური ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა.

მხარეებმა აღნიშნეს, ნატო-საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული პროგრესი და ალიანსის წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობა პაკეტის განხორციელების პროცესში.