საია საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების ფაქტებზე საუბრობს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების ფაქტებზე საუბრობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ორგანიზაცია განმარტავს, რომ შესაბამის ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატისა და "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატის მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საია-ს დამკვირვებელთა ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 7 ადამიანი მონაწილეობდა.

"დღის განმავლობაში ასევე, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #20-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისა და მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით პოლიცია გამოიძახა. მართალია ორივე შემთხვევაში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არა საარჩევნო უბანში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მსგავსი ფაქტები ქმნის დაძაბულობას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი და მოთმინებით დაელოდონ როგორც კენჭისყრის პროცესის დასრულებას, ასევე საარჩევნო უბნებზე შედეგების შეჯამებას.

საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსაც, მყისიერად აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს