საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 9 საჩივარია შესული

ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 საჩივარია შესული, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მარტვილის საარჩევნო ოლქში 6, ხოლო საგარეჯოში 3 საჩივარია შესული.

"2 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას სამ შემთხვევაში ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი საჩივარი. ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება. მათ უმრავლესობაზე დროულად მოხდა რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიები თითოეულ საკითხზე იმსჯელებენ და შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება გიორგიწმინდის ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ცესკოს სპიკერის განმარტებით, გიორგიწმინდის საკითხთან დაკავშირებით საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივარი შესული არ არის.

რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიას, ამასთან დაკავშირებით, ცესკო მოგვიანებით გაავრცელებს დეტალურ ინფორმაციას.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს