ირმა ინაშვილი - არც ერთ ჩემ მხარდამჭერს იარაღი არ აქვს

ირმა ინაშვილის განცხადებით, არც ერთ მის მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დასაცავად კი პატარძეული-საგარეჯოს გზაზე სამხედრო პოლიცია მოძრაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი საგარეჯოდიან იუწყება, ამის შესახებ ინაშვილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის განცხადების საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

ასევე, ინაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ პროცესში ჩართულია კახეთის სატყეო დეპარტამენტიც, რომლის თანამშრომლებიც თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ.

"მინისტრის მონაწილეობა არჩევნებში ნიშნავს, რომ მთლიანად კახეთის სატყეო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად", - განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება ინაშვილის მხარდამჭერის, თორნიკე გასვიანის გინებას თამარ ხიდაშელის მისამართით, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა აღნიშნა, რომ გინება დიდი პრობლემა არ არის.

"მეც მაგინებენ სხვადასვხა უბნებზე, ეს არის ემოციიდან გამომდინარე, რადგან საგარეჯოში დაძაბული არჩევნები მიდის. გინება არ არის დიდი პრობლემა, თუმცა ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, ჩემი მოწინააღმდეგის დასაცავად კი, საგარეჯოს გზაზე მოძრაობს სამხედრო პოლიციის კოლონა. რა კავშირი აქვს არჩევნებთან სამხედრო პოლიციას, იქნებ თინა ხიდაშელს კითხოთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ნორმალური აქტივობა ფიქსირდება და ამ დროისათვის, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, წინასწარი შედეგები ოპტიმისტურია.

"იმედი მაქვს, დარჩენილ ორ საათში მიხვდება ეს ხელისუფლება, რომ სხვადასხვა დეპარლამენტის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების წართვას არჩევნებში შეწყვეტს. მიეცით საგარეჯოელებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია