სამტრედიაში რამდენიმე ქუჩა და ოჯახი დაიტბორა

სამტრედიაში რამდენიმე ქუჩა და ოჯახი დაიტბორა

ძლიერი წვიმების შედეგად სამტრედიაში რამდენიმე ქუჩა და ოჯახი დაიტბორა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაც დაიტბორა. ადიდდა მდინარე ჭურთავა.

ამ დროისთვის დატბორილ ადგილებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.