ირაკლი სესიაშვილმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თბილისის საკრებულოში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით , პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მწუხარება გამოხატა.

მისივე თქმით, 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტრაგედია არა მხოლოდ ფრანგ ხალხს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეხება. შესაბამისად ამ საშინელი სენის დამარცხება მსოფლიოს კოორდინირებულად, ერთობლივად მოუწევს და საქართველო ამ ცივილიზირებული სამყაროს ნაწილია.

ირაკლი სესიაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მიმართ არსებულ შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით.

"ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული საფრთხეები, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში ანალიზის ქვეშ არის. შესაბამისი სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ხვალ საბჭოს სხდომაა პრემიერის მეთაურობით, რომელზეც მეც ვარ მიწვეული. მთავარი აქ არის ერთობლივი კოორდინირებული, ადეკვატური პასუხი ტერორიზმს, ყველა იმ ძალადობას, რომელსაც არც რელიგია, არც ეთნიკური წარმომავლობა არ აქვს. ეს არის მსოფლიოს, საზოგადოების, მშვიდობის, უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული", - დასძინა სესიაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს