თინა ხიდაშელმა და ვახტანგ კაპანაძემ საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.

თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოხატეს და საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული სახელმწიფო, თავდაცვის სამინისტრო, "ალბათ ამ ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ტერორისტული თავდასხმების" დროს ფრანგი ხალხის, თავისუფალი და ცივილიზებული სამყაროს გვერდში დგას.

"ზუსტად ვიცით, დარწმუნებული ვართ, რომ ვერაფერი, ვერანაირი ძალადობა ვერ დაამარცხებს თავისუფლებას და ვერ გაიმარჯვებს დემოკრატიასა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყნებზე. არსებობს მძიმე დღეები, უმძიმესი წუთები ოჯახებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში თავისუფლება მაინც იმარჯვებს და ამ ბრძოლაშიც რა თქმა უნდა თავისუფალი სამყარო იქნება გამარჯვებული", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება